ორი მეგობარი ტიურლიხი და იოში დეზერტირობის შიშით გარბიან გერმანიიდან და თავს აფარებენ ალპების მიყრუებულ სოფელს, სადაც ცხოვრობს ტიურლიხის ბავშვობის მეგობარი გოგონა ჰაიდი. სოფელში არაა ელექტროობა, არც წყალსადენი, ცივილიზაციის არანაირი ნიშნები , სამაგიეროდ არის სუფთა ჰაერი და ძალიან სუფთა თოვლი. რაღაა საჭირო ნამდვილი ბედნიერებისათვის? მაგრამ როგორც ყოველთვის აქაც ამ იდილიის დანგრევასა და ცივილიზაციის შეტანას ამ სოფელში ცდილობს ბოროტი ოლიგარქი . სწორედ მის წინააღმდეგ მოუწევთ ბრძოლა მეგობრებს ....